logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: დასანგრევი კი არა, გასაქრობია სულ და თავიდან დასაწყები!
- +

8 თებერვალი. 2017. 03:32


 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: 

 

„წინდაწინ ვიტყვი: რამდენჯერმე მომიწია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში მისვლა (მაშინ ტელერადიოკომიტეტი) და მიხაროპდა მისვლა! ზეიმი იყო - ვათვალიერებდი ხოლმე სტუდიებს, იქიდან ლეგენდების ხმა გამოდიოდა ( ვერიკო ანჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, კოტე მახარაძე, რამაზი...) ერთხელ მახსოვს, ქალბატონმა შოვინა ქაცარავამ დამათვალიერებინა არქივი... ახლა კი ამას რას ვხედავ?! რა საღორეა? რა დონემდე მისულა? მარტო ამის გამო უნდა ჩამოათრიო და მიახრწნა ის ნაძირალა და თავისუფლების ინსტიტუტის ის რამდენიმე გარეწარი, რომლებიც იყვნენ ბორდში თუ ბორდერლში!

 

მახსოვს, ბატონი ნუგზარის თავკაცობის დროს რა წესრიგი იყო, მაგრამ, წესრიგზე მეტად - სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა... ამიტომ არარ მიოკვირს რომ დიდი ხანია აღარ არსებობს არც საზოგადოება, არც მაუიწყებლობა და აღარც პროფესიონალიზმი! რომელ მედიაზე მესაუბრებით?! ქართული ენა დაგვიწყებიათ! ყვითელი და ბაზრის ჟურნალისტიკა არის პროფესიონალიზმი?! „რუსთავი 2" რომ გაქვთ სწორება? კაცისმკვლელებთან და ანგაჟირებულებთან?! უარესის ღირსები ხართ! დასანგრევიო, - დასანგრევი კი არა, გასაქრობია სულ და თავიდან დასაწყები! მიაკითხეთ ძველ პროფესიონალებს და დაიხმარეთ! გაქვთ კი ამის შნო ან სურვილი?!", - წერს  სიამაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner