logo_geo
eng_logo
ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რაზე ისაუბრეს ამერიკისა და თურქეთის ლიდერებმა?
- +

8 თებერვალი. 2017. 11:06




გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.


თურქული გამოცემა „Daily Sabah"-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი 45 წუთი გაგრძელდა და „პოზიტიურად" ჩაიარა.


თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპმა ერდოღანი დაარწმუნა, რომ აშშ განაგრძობს თურქეთის მხარდაჭერას და მიესალმება თურქეთის წვლილს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.

 

„პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ განაცხადა ამერიკის მხრიდან თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის მხარდაჭერის შესახებ, ასევე მიესალმა თურქეთის წვლილს „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის კამპანიაში", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს „თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner