უფლებადამცველი, მედიაკავშირ „ობიექტივის" ჟურნალისტი კოტე ინაშვილი ტელეკომპანია „იმედი"-ის გადაცემა „პოლიტიკა"-ში, ირმა ინაშვილისა და მაია ორჯონიკიძის დაპირისპირებას ეხმაურება და წამყვან შალვა რამიშვილს მიმართავს.
„ციხეშიც კი ვერ ისწავლე - რა არის მორალი, ალბათ, თანასაკნელების „ნასკების" რეცხვაში გაატარე მთელი „სროკი, შნირად"...
რამიშვილს უწოდო ნაძირალა, სასაცილოა. „ადამიანს", რომლისთვისაც არანაირი ღირსება, ეთიკა, მორალი და თვისებრივი ჩარჩოები არ აინტერესებს და „მიუღებელია", საზოგადოებისათვის მიმინდია სახელის შერჩევა!
შალვა რამიშვილს, თსუ-დან ვიცნობ, სტუდენტობიდან მახსოვს მისი მასხრობა გართობისათვის... პროფესიით ფიზიკოს შალვას, მეფის კარზე მასხარაობის ტიტულისათვის ლტოლვა ოცნებად ჰქონდა. როგორც ვხედავთ, მიიღო კიდეც...
შემდგომში, დღეისათვის - „უკიდეგანოდ განათლებულ" ნაძირალა შალიკოს შევახსენებ, თუ რა არის თავისუფლება ჰეგელის მოსაზრებით: - თავისუფლება არის შეცნობილი აუცილებლობა... ანუ (განგიმარტავ!) არ შეიძლება, მიხვიდე უცხო ადამიანთან და სახეში შეაფურთხო!!! ფული გიყვარს ნამეტნავად და დაგახრჩობს ეგ „სიყვარული" - წერს კოტე ინაშვილი.