logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: მე შემიძლია ადეიშვილის გონებაშეზღუდულობის კონკრეტული მაგალითის მოყვანა
- +

8 თებერვალი. 2017. 11:40


 

 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის შესახებ წერს:


„საქართვდლოში არა მხოლოდ მის მომხრეებს შორის გავრცელებულია მითი, რომ ზურაბ ადეიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი. მაინტერესებს, ვისაც ამ მითის გჯერათ, შეგიძლიათ მითხრათ, რაში გამოიხატებოდა მისი გენიალურობა? ან რას ეძახით სიჭკვიანეს?

 

მე შემიძლია მისი გონებაშეზღუდულობის კონკრეტული მაგალითის მოყვანა: 2012-ის სექტემბერში, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო, რომ ოპოზიცია ციხეში წამების კადრებს ფლობდა, ადეიშვილმა დაიბარა ჭაკუა და დაავალა: ახლა წახვალთ, ციხეში პატიმრებს სცემთ, თავადვე გადაიღებთ, დავასწრებთ ოპოზიციას მათ გამოქვეყნებას და ვიტყვით, ჩვენ თავად ვებრძვით წამებასო. ამათაც შეასრულეს და პატიმრები თავიდან აწამეს. მაინტერესებს, მართლა ფიქრობთ, რომ ასეთი გეგმა მხოლოდ გენიალურ თავში დაიბადებოდა?" - წერს მეტრეველი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner