logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: გამოსაძიებელია, რას ემსახურებოდა „პიკი“, იქ არანორმალური ხელფასები იყო
- +

8 თებერვალი. 2017. 13:26



 

„არა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" 410 მილიონზე უნდა დაიწყოს ძიება, არამედ „პიკიდან", რადგან, ჩემი ინფორმაციით, იქ არანორმალური ხელფასები იყო, 40 000 ლარი, 20 000 დოლარი განაპოლსკებს ჰქონდათ", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა.

 

„საერთოდ, რას ემსახურებოდა ეს „პიკი", რა იდეოლოგიას ატარებდა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ჯიბიდან მიდიოდა. თუ ეს იქ არავის ადარდებს და მხოლოდ საკუთარი პერსონა, გადაცემები ადარდებთ, რომლის ფასიც საზოგადოებაში 2,8%-ია?" - აღნიშნა რეჟისორმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner