„თუ „ფრესკოში" მიმდინარე ე.წ. პროცესები სიმართალეა, არ მინდა, რომ გამოუძიებელი დარჩეს! ტრეფიკინგი საკუთარ ქვეყნაში ჩვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ უნდა შეჩერდეს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ნოდია წერს.
„თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ადამიანის ფსიქიკაში, მას შემდეგ რაც ის საწადელს მიაღწევს? რეალობის აღქმას ვკარგავთ? რახან ჩვენ თბილად ვართ, ვჭამთ, ვსვამთ, ასე თუ ისე, შრომა გვიფასდება, აღარ გვახსოვს სხვა? ისიც დაგვავიწყდა, თუ ოდესმე რამე გვტკიოდა? ასე ძალიან გვეშინია, რომ მის ადგილზე არ აღმოვჩნდეთ... რომ ისევ აღარ გვეტკინოს... სირაქლემას პოზას ვირგებთ, თუ თავდასხმას მათი დაცვის ნაცვლად?
არადა, ეს ოხერი ბუმერანგის პრინციპი ცხოვრებაში ნამდვილად არსებობს, გულგრილობა, ალბათ, წუთი-წუთზე მოგვიკაკუნებს და გვეტყვის: დღეს შენთან ვარ!!! არ დაუდექი გვერდში და ახლა შენი დროა, შენ დარჩები მარტო და განადგურებული!!!
თუ „ფრესკოში" მიმდინარე ე.წ. პროცესები სიმართალეა, არ მინდა, რომ გამოუძიებელი დარჩეს! ტრეფიკინგი საკუთარ ქვეყნაში ჩვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ უნდა შეჩერდეს!" - წერს ნათია ნოდია.
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=164&id=3922