საქართველოში ირანის ელჩმა აბას თალები ფარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„სავიზო რეჟიმის გაუქმება და უვიზო რეჟიმის დაწესება ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. ბუნებრივია, საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმის სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ურთიერთობას ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა აბას თალები ფარიმ.
დღეიდან საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა.