ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე დაესწრნენ.
დაკრძალვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაჩანა ბრეგვაძე ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში.
„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ პიროვნება, რომელიც იყო განათლების ეტალონი. ფაქტობრივად, უანგაროდ მუშაობდა, უამრავი საგანძური დაუტოვა ჩვენს სამშობლოს. ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა.