logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: ამის მთქმელი კაცი როგორ შეიძლება, ნორმალური იყოს?!
- +

8 თებერვალი. 2017. 17:36



არქიტექტორი და თეატრალური მხატვარი შოთა გლურჯიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო სახელმწიფოდ მან გადააქცია, სააკაშვილის სათავეში მოსვლამდე კი საქართველოში ხალხი ულვაშებით დადიოდა და ცეკვა-თამაშის მეტი არაფერი იცოდა. როგორც გლურჯიძე აღნიშნავს, მსგავსი განცხადებით სააკაშვილი პატივს არ სცემს საქართველოს და ამტკიცებს, რომ ქართველობასთან მას კავშირი აღარ აქვს.


„ამის მთქმელი კაცი როგორ შეიძლება, ნორმალური იყოს?! შეიძლება, შენს ერს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენო?! ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი არანაირად არ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას საქართველოსთან და ქართველ ერთან! დიახ, სააკაშვილი არანარად არ არის ქართველი! (ეთნიკურობას არ ვგულისხმობ).

 

საერთოდ, ვიღაც-ვიღაცებისგან ხშირად გვესმის საშინელი ფრაზა - „ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველში?!" მეზიზღება ასეთი საუბარი! შენი ქვეყანა თუ არ გიყვარს და შენს ერს პატივს არ სცემ, მაშინ ვინ ხარ?! ღამურა ხარ! დიახ, ღამურები არიან ეგენი! ამიტომაც ვერ დაიმკვიდრეს ადგილი საქართველოში და ვერც ვერასოდეს დაიმკვიდრებენ!" - აცხადებს გლურჯიძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner