logo_geo
eng_logo
ანა ნოდია: ეს რომელ ეთიკაში ჯდება - ფოტო სათაურთან რა შესაბამისობაშია?!
- +

8 თებერვალი. 2017. 18:33



ჟურნალისტი ანა ნოდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჯერ იყო „რეპორტიორში", როცა საინფორმაციო სამსახურს ვხელმძღვანელობდი, შემდეგ „მარშალპრესში" - მედიის განვითარების მამიკო-დედიკოები მოვიდნენ-შემხვდნენ, სიძულვილის ენასა და მედიის როლზე იქვითინეს. საბოლოოდ, როცა კვლევა გამოაქვეყნეს, მაინც იმ მედიის კატეგორიაში მოვხვდით, რომელიც, თურმე, სიძულვილის ენას იყენებს და რომელიც არღვევს „წესებს" (ზოგადად, ამ ქვეყანაში რა წესებზე საუბრობს ვინმე - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ გუნდს მიეკუთვნებიან, ყველა ერთნაირი დამაჯერებლობით, მიზანმიმართულად, თავაწეული არღვევს ყველა ნორმას), მაგრამ მაინც... ჰოდა, შეკითხვა გამიჩნდა, ეს რომელ ეთიკაში ჯდება - ფოტო სათაურთან რა შესაბამისობაშია?! როგორი გაბოროტებულიც არ უნდა იყო რამეზე/ვინმეზე, ეს რომელ ნორმაში ჯდება?!" - წერს ანა ნოდია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner