განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში სტუმრობისას სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, ორი ძირითადი თემა არსებობს, პირველი ეს არის ბევრი საშინაო დავალებები და მეორე მე-10 კლასამდე საშინაო დავალებებისგან ბავშვების განტვირთვა.
„ორი ძირითადი თემაა - ჩვენი სასწავლო პროგრამები შუა კლასებში გადატვირთულია, ბევრი გაკვეტილი აქვს ბავშვს და ბევრი საშინაო დავალება აქვს! არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მე-7 კლასელი ბავშვი ათ საათამდე გაკვეთილებს აკეთებდეს და მითუმეტეს, სჭირდებოდეს რეპეტიტორი. ეს სწავლას აჯავრებს ბავშვს. ვაპირებთ შუა კლასები განვტვირთოთ და ზედა კლასები დავტვირთოთ! თქვენ იცით, რომ მე-12 კლასში, საერთოდ საქმე არ აქვთ მოსწავლეებს, რაც არასწორია. მე-10 მე-12 კლასელი ბავშვი აღარაა, ახალგაზრდაა და მისი მოტივაცია ჩამოყალიბებულია. ბავშვს, როცა თვალი გაურბის ეზოსა და მეგობრებისკენ, უნდა მივცეთ ამის საშუალება", - განაცხადა ჯეჯელავამ.