logo_geo
eng_logo
„შედეგი არის სკანდალი, რომელიც მივიღეთ, რადგან ქართული პრესა სკანდალს მისდევს!“
- +

8 თებერვალი. 2017. 19:52


 

 

„მე არაფერი ჩანაწერი არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდე რას აპირებენ ადეიშვილი და გვარამია", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა.


„გვარამიას ისტორია ვიცი. საყვარელიძის ისტორია ვიცი. საყვარელიძე არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გირგვლიანის საქმე არ მისულიყო საბოლოო შედეგამდე. საყვარელიძე არის ადამიანი, რომელიც ხურჩის ეპიზოდში პირდაპირ მონაწილეობდა. პროკურორ გვარამიაზი ლაპარაკი აღარ მინდა. სამივე პროკურორი იყო, გვარამიაც, საყვარელიძეც და ადეიშვილიც. სააკშვილი კი ძირითადი პროკურორი იყო.  მათ სჭირდებათ სკანდალი, შედეგი. შედეგი კი არის სკანდალი, რომელიც მივიღეთ, რადგან ქართული პრესა სკანდალს მისდევს", - აღნიშნა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner