ბოლო ინფორმაციით, მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობა მძიმეა და იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. როგორც „მარშალპრესს" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოდან დაახლოებით 22:00 საათზე გადაიყვანეს.
ევა ბარბაქაძეს აღენიშნება პოლიტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა.