logo_geo
eng_logo
რუსეთი საბჭოთა კავშირში დაბადებულთათვის „გრინ-ქარდის“ შემოღებას აპირებს
- +

8 თებერვალი. 2017. 20:57


 


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში (პარლამენტში) ამზადებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსრკ-ის ყოფილი მოქალაქეები მიიღებენ ამერიკული „გრინ-ქარდის" ანალოგს - ე.წ. რუსულ ბარათს.


კანონპროექტმა, რუსი კანომდებლების აზრით, უნდა გააერთიანოს რუსები, რომლებიც რუსეთის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აგრეთვე, გაამყაროს ენობრივი, ნათესაური კავშირები და დაიცვას რუსი ხალხის ფასეულობები უცხოეთში.


ყოფილი თანამემამულეები, რომლებსაც გადაეცემათ ასეთ ბარათი, სავარაუდოდ, მიიღებენ დამატებით შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე: ქვეყანაში უვიზოდ შესვლის, უფასო განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებას და სხვ.


ერთ-ერთი პირობა, რომლის დაცვის შემთხვევაში „რუსული ბარათი" გაიცემა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელზე, არის მტკიცებულება პირდაპირი ნათესაობისა რუსებთან ან სსრკ-ის მოქალაქეებთან, ანუ „რუსული ბარათის" მიღების კანდიდატის მამა, დედა, ბებია ან ბაბუა უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მოქალაქე ან თვითონ კანდიდატს წარსულში უნდა ჰქონდეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა.


კიდევ ერთი პირობაა რუსული ენის კარგად ცოდნა. ამასთანავე, კანდიდატი არ უნდა ეწეოდეს ისეთ მოღვაწეობას, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ.


აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონი არის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, მსგავსი კანონი მიიღეს პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა.


თუ რუსეთის პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, პირველი „რუსული ბარათი" უკვე 2018 წლიდან გაიცემა.


წყარო http://www.geworld.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner