logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არარობად ქცეული ელისაშვილი... როგორც კაცი და პიროვნება არ უქნია ღმერთს!
- +

8 თებერვალი. 2017. 22:09


 

„ისეთი გასაცოდავებული ადამიანები მოგყავთ უკვე პოზიციის გასამყარებლად, როგორიც არის არარაობად ქცეული ელისაშვილია. გუშინ სასამართლო პროცესი გვქონდა, მის წინააღმდეგ საჩივარი მე შევიტანე და მივაბრძანე სასამართლოში. ეთერში გამოყოლილი ჰქონდა ემოციები და ვერ ფარავდა თავის სიბრაზეს. კიდევ გააგრძელეთ თქვენ ცილისწამებლური განცხადებების გაკეთება. ეს რომელ სტანდარტებში ჯდება? რომელი საყვარელიძის განცხადებებს უნდა ვუპასუხო მე სერიოზულად, იმ სრულიად შეშლილი ეთერის შემდეგ, რაც გუშინ ვისმინეთ. თქვენ შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ",- ამ სიტყვებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „რუსთავი 2" გააკრიტიკა. ბესელიამ „კურიერთან" საუბრისას გადაცემა „არჩევნაში" გასულ სკანდალურ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას ცილისწამება უწოდა.


,,მინდა გამოვეხმაურო იმ ეთერს ე.წ. ბართლომეს ღამე მოაწყვეთ რამის, მე ვფიქრობ არანაირ სტანდარტებში და ეთიკაში არ ჯდება ასეთი ტიპის დაუსრულებელი ცილისმწამებლური განცხადებები და ის ლანძღვა რაც ისმოდა თქვენი ეთერიდან.

 

ისე კარგი იქნება თუ საავტორო გადაცემას მოიფიქრებთ, ბიძინა ივანიშვილზე გაქვთ და შეგიძლიათ ჩემი გადაცემაც მოიფიქროთ, რადგან გვარამია არ ამთავრებს დღეს, რომ ერთხელ არ გამიხსენოს. ხავს რომ ეჭიდება ისეთი ადამიანები გყავთ მიწვეული. არააობად ქცეული ელისაშვილი, რომლის წინააღმდეგაც მე მაქვს შეტანილი სასამართლოში სარჩელი და გუშინ იმყოფებოდა სასამართლოშიდა როგორც ჩანს, გამოყოლილი ჰქონდა ის ემოციები", - განაცხადა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner