logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ თანამშრომლები არა ტესტირებას, არამედ ატესტაციას გაივლიან
- +

8 თებერვალი. 2017. 22:14



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ თანამშრომლები არა ტესტირებას, არამედ ატესტაციას გაივლიან. მისივე თქმით, კომისიამ უნდა აიღოს სიუჟეტები, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაშია მომზადებული და ამ სიუჟეტის მიხედვით უნდა შეაფასონ ჟურნალისტები.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ არა ტესტირებაზე, არამედ ატესტაციაზე, იმ სქემით, რომელიც დამუშავებულია GIPA-სთან ერთად და რომლის დამუშავებაშიც მონაწილეობდნენ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერები. სქემაში განზრახულია, რომ კომისიამ უნდა აიღოს სიუჟეტები, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაშია მომზადებული და ამ სიუჟეტის მიხედვით უნდა შეაფასონ ჟურნალისტები და პროდიუსერები. სიუჟეტების ნაწილი თვითონ ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა უნდა მოიტანონ, ხოლო მეორე ნაწილი მიმართულების ხელმძღვანელებმა. ამ პროცედურის შემდეგ, მოხდება გაანალიზება გარკვეული კიტერიუმებით, თუ როგორი ნამუშევრებია. გთხოვთ, სიტყვა ტესტირება დაივიწყოთ, რადგან დღეს ამბობდნენ, თითქოს ეს სიტყვა მე ვახსენე. აქ ატესტაციასა და რანგირებაზეა საუბარი", - განაცხადა ია ანთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner