მსახიობო დიმა ჯაიანი გაზეთ „რეზონანსთან"მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საუბრობს. ჯაიანის განცხადებით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლეებზე ახდენს ზეწოლას სრულიად დამაჯერებელია.
„დამაჯერებლია იმიტომ, რომ დაკითხეს ორი მოსამართლე და წერილების შინაარსიც გამოაქვეყნეს. როგორც მოსამართლეები აცხადებენ, მანამდე მათზე არანაირი მუქარა და ზეწოლა არ ხორციელდებოდა და ჩვეულებრივ მუშაობდნენ „რუსთავი 2-ის" საქმეზე. რატომ არ უნდა დავიჯერო?! რამდენი საუკუნე უნდა ვიძახოთ ახლა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის მართალი და „ოცნება" მტყუანი?! მინდა, რომ შერიგდნენ და წყანარად ვიცხოვროთ, თუმცა მე მგონი ვიღაცეებთან შერიგება არ შეიძლება და ბოლომდე უნდა დაისაჯონ. სხვა გამოსავალი არ არის", - განაცხადა ჯაიანმა.