logo_geo
eng_logo
კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
- +

8 თებერვალი. 2017. 23:12


 


ფოთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, პარკის ბუფერულ ზონაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული უწყების თანამშრომლების განმარტებით, პალიასტომის ტბის მიმდებარედ მონადირეთა ოთხკაციანი ჯგუფი უკანონოდ ნადირობდა. მათივე თქმით, ისინი პალიასტომზე ნავით გადადგილდებოდნენ და აკრძალული ხელსაწყოთი ნადირობდნენ.


„ამ პიროვნებებს ჩამოერთვათ ოთხი ერთეული სანადირო თოფი, ცხრა მოკლული ნანადირევი გარეული იხვი. დაიწერა აქტები და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ", - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა კონსტანტინე ანთიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner