logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ამას შიში მაწერინებს...
- +

9 თებერვალი. 2017. 00:22


 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის მომავალი ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე საქართველოში ღამის საათებში არსებულ ხმაურთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორშაბათს პარლამენტში ღამით ხმაურის კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი, დანამდვილებით ვიცი, რომ ამ კანონის მიღების მოწინააღმდეგე ლობი აქტიურად არის მობილიზებული.

 

მე მესმის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეფორმები ბევრად უფრო აწუხებს ქართულ საზოგადოებას ვიდრე თავიანთი თანამოქალაქეების ტანჯვა და ამის ფიქრის უფლებას მაძლევს დღეს ასე აქტიური ადამიანების, „სამოქალაქო სექტორისა" თუ არასამთავრობოების ტოტალური დუმილი თვეების განმავლობაში, როდესაც ფსიქოზის ზღვარზე მისული თითქმის ყოველ ღამე „მოვსთქვამდი" ჩემი მეზობლების სახელით ჩემი სახლის აივნიდან ტელეფონით ხელში. მაშინაც კი, როდესაც ნინო ზაუტაშვილმა და მისმა გუნდმა ორი ძალიან კარგი გადაცემა მიუძღვნა ამ პრობლემას - არც კი შეიმჩნიეს... ერთი „ლაიქიც" კი ვერ გაიმეტეს...

 

მე ამას ნიშნისმოგებით არ ვწერ. უფრო შიში მაწერინებს, რადგან მალე ისევ თბილისში ჩამოვდივარ და ამჯერად უკვე ვეღარ შევძლებ ღამეების გატეხვას - რადგან მუშაობას ვიწყებ - მოგეხსენებათ და ყოველ დილით ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში მომიწევს წასვლა, სადაც ალბათ იმ ხალხთანაც მომიწევს ურთიერთობა, რომელიც ასე დემონსტრაციულად დუმს ამ პრობლემაზე... რადგან თვლიან რომ ეს მათ არ ეხებათ, ან შესაძლოა მათ ახლობლებს აქვთ ასეთივე კლუბები, სადაც თვითონვე ერთობიან დილამდე ან უბრალოდ ჩემს მიმართ არაკეთილგანწყობის გამო საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობასაც წირავენ ამ დუმილით.

 

ძალიან გთხოვთ იქნებ ცოტა მეტად გავაქტიურდეთ, იქნებ იმ ტელევიზიებმაც მიუძღვნან ამ ეროვნული მასშტაბის მარაზმს თავიანთი ეთერის მცირე ნაწილი, რომ პარლამენტარები და აღმასრულებელი ხელისუფლება მიხვდეს საზოგადოების ამ ნელ წამებით სიკვდილით პროცესში ლომის წილი რომ მიუძღვის... წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წუხილს სოციალური თემების არგაშუქების პერსპექტივაზე სულ ცოტა კიდევ უფრო ნაკლები კრედიტიულობა ექნება ვიდრე დღეს აქვს... თუმცა ისიც მესმის რომ მათ სრულიად არ აწუხებთ თუ რას ვიფიქრებ მე მათ შესახებ, მაგრამ ჩემს გარდა ათასობით გატანჯული ადამიანია, ყველა სოციალური ფენიდან.

 

შეგახსენებთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ პრობლემას სერიოზულად მხოლო სამი არხი გამოეხმაურა დღემდე - საზოგადოებრივი (რეალური სივრცე) , JDS (59 წამი) და TV პირველი (საქმიანი დილა).

 

ჯერ ჯერობით მხოლოდ ორი პარლამენტარი ვიცი ვისაც ეს პრობლემა გულთან მიაქვს, ორივე რესტორნებისა და კლუბების ღამის ხმაურით გატანჯული უბნის მიერ არის არჩეული - ბექა ოდიშარია და სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენებს თავი ისე უჭირავთ, თითქოს საქართველოში კი არა ნირვანაში მყოფ შვეიცარიაში ცხოვრობდნენ. კითხვაც არ დაუსვამს მათთვის არც ერთ ჟურნალისტს თუ რას ფიქრობენ ამის შესხებ.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოების ცნობადი და არაცნობადი აქტიური ნაწილი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და ამით დაამტკიცებს რომ მისი აქტიურობა არ არის შერჩევითი...", - წერს ქურდაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner