logo_geo
eng_logo
დავით იაკობიძე: ვის ჭირდება მაგნოლიების და ტიტების გადარგვების გამო აურზაური?
- +

9 თებერვალი. 2017. 00:23


 

 

„ვის ჭირდება მაგნოლიების და ტიტების გადარგვების გამო აურზაური? რა თქმა უნდა, ობივატელს. განსაკუთრებით იმას, ვისაც სამოქმედო მაქსიმად გაუხდია, „უჩემოთ ვინ იმღერეთაო". სწორედაც მათ გაავსეს მედიაბაზარი უიაფესი რესპოდენტებით და ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდათ, მიზერულ ფასებში მოამზადეს სკანდალური გადაცემები. არადა, ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს ახალი დენდროლოგოური პარკის ფორმირებისა, საქართველოს ზღვისპირეთში და ამისათვის იყენებენ აქ არსებულ რესურსებს",- ამის შესახებ ეკონომისტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით იაკობიძე სოციალურ ქსელში წერს.


 

„ასეთი რამის მორიგი შემთხვევა რომ იყოს საფრანგეთში, ინგლისში ან გერმანიაში, მოსახლეობა სიხარულით მიიღებდა საკუთარი ქვეყნის ლანდშაფტის გაუმჯობესების ასეთ მცდელობას.

 

მორიგი შემთხვევაო - ვამბობ, იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში უამრავი ცდები განხორციელდა ლანდშაფტის სახეცვლისა და მისი გამშვენიერების მიმართულებით. ახალი მთებიც კი აღმართეს. ამ მაგალითებიდან გამომდინარე, ველი, რომ თბილისშიაც დააყრიან ნაყოფიერ ჰუმუსს, რომელიც ბევრი დაგროვდა გზატკეცილის მშენებლობების გასწვრივ, მაღლივ კორპუსთან გორაკად ქცეულ მიწაყრილს, დარგავენ ნერგებს და აქაც გაჩნდება ხელოვნური მწვანე ბორცვი.

 

ლანდშაფტური ცვლილებები, თუ იგი სწორ ეკოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და საქმის მცოდნე ხალხი ანხორციელებს, საერთო საცხოვრისის და აქედან გამომდინარე, ადამიანის შემოქმედებითი აქტივობის ყველა სფეროს გააქტიურების საფუძველია. ეკონომიკური თვალსაზრისით უკავშირდება საწარმოო ფაქტორების გაუმჯობესებას და ამიტომ შესანიშნავი ინოვაციაც არის. ჩვენ ამ სფეროში უდიდესი გამოცილება დაგვიგროვდა, მარტო თბილისის ზღვისა და წყნეთის ტყე-პარკის არსებობის ფაქტი რად ღირს? თუმცა, ბოლო დროს მიმდინარე პროცესები მოწმობენ, რომ ამ გამოცილებას ნელნელა ვივიწყებთ.

 

დააკვირდით, როგორ ხორციელდება თბილისში ლანდშაფტური დიზაინის პროგრამა. რა ჯიშის ხეები ირგვება, რა ფუნქციონალური დანიშნულება აკისრია ამ ნარგავებს, როგორ ერწყმიან ისინი თბილისის ფერადოვან რელიეფურ გარემოს, როგორია მათი პროპორცია ფართობის მოკირწყლულ მონაკვეთებთან და ა.შ. დაკვირვებულ ადამიანს გული მოუკვდება, პროცესის უკონცეფციაობისა და შესრულებული სამუშაოს უყაირათობის გამო. მართალია ყველგან ასე არ არის, მაგალითად, ვინც წერეთლის პროსპექტზე, ცნობილი გამოფენის ბაღში, განხორციელებულ ცვლილებებს დააკვირდება, არ შეიძლება არ შენიშნოს, რომ პროცესი ღრმა კონცეფციალურ საფუძველზე და საქმის ცოდნით მიმდინარეობს. ბუჩქების მრავალსახეობა, ნაგებობათა სტრუქტურული ჩართულობა ლანდშაფტში, ახლი ჯიშის მცენარეთა გახარება, ბუჩქებისა და ხეების თანაფარდობა და ასე შემდეგ, უდაოდ ქებას იმსახურებს. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები ძალიან ცოტა გვაქვს.

 

მოდით, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ მეტად სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეს",- წერს იაკობიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner