logo_geo
eng_logo
სვეტლანა კუდბა: რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“?
- +

9 თებერვალი. 2017. 01:08




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სვეტლანა კუდბამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით ისაუბრა.  როგორც კუდბამ განაცხადა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძეს შორის არსებული საქმიანი კავშირისა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არანაირი კავშირი არ აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან".


„რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან?  ის რომ ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რამენაირად შეეცდება ვინმეს პოლიტიკური კურსის გატარებას. გავა თვეები, წლები და „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაამტკიცებს თავის მიუკერძოებლობას", - განაცხადა სვეტლანა კუდბამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner