logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: ივანიშვილს სხვისი პირადი ცხოვრება მილიონი წელი არ დააინტერესებს
- +

27 მარტი. 2016. 15:11


16 მარტს პარლამენტის სხდომაზე მომხდარ დაპირიპირებასთან დაკავშირებით „ახალ თაობას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ესაუბრა:


 

„რამ გამაბრაზა და ნაციონალების ყელყელაობა ამოვიდა ყელში. სხვა მხრივ დამეთანხმებით, რომ იშვიათად ხდება, რომ ვიღაცამ წყობილებიდან გამომიყვანოს. 16 მარტის სხდომაზე საოცარი რამე მოხდა ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე, რამაც წყობილებიდან გამომიყვანა და ვესროლე კიდევაც მაჭავარიანს მიკროფონი.

 

 

ნაციონალებს ვთხოვ, რომ გაჩერდნენ, ადამიანური ლაპარაკი მათ, სამწუხაროდ, არ ესმით და რა ვქნათ, კაკო ბობოხიძის ენაზე ველაპარაკოთ და დედ-მამის სული ვუტრიალოთ ყოველდღე? ნორმალური ლაპარაკი ამათთან არ გამოდის. გამოდის ამათი ერთ-ერთი უნამუსო ლიდერი ბოკერია და ამბობს, ამ კადრების გამავრცელებელი ბიძინა ივანიშვილიაო. ამას იმ კაცზე ამბობს, რომელიც ეკლესიებს აშენებს და მთელი ეს წლები ეხმარებოდა ხალხს. თურმე ამ კაცმა მოთხარა მიშა სააკაშვილის დამარხული „ბოჩკები", რომ რაღაცები გამოექვეყნებინა.

 

 

ვიცი, ივანიშვილი რა ადამიანიცაა, მაგ კაცს სხვისი პირადი ცხოვრება მილიონი წელი არ დააინტერესებს. ამ საშინელებებს იღებდნენ ეს ავადმყოფები, რომლებმაც ადამიანის სახე სულ დაკარგეს. მოგიშლიან ადამიანს ნერვებს და მერე უკვირთ, რატომ ისროლა მიკროფონიო", -განაცხადა კოპალიანმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner