„აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ შარშან პრეზიდენტობის დროს $ 30 ათასი ღირებულების საჩუქარი მიიღო", - ამ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
პოლიტიკოსმა სულ 11 საჩუქარი აიღო. ყველაზე ძვირადღირებული წიგნის ხუთტომეულია, რომელიც მისი ოჯახის გენეალოგიას აღწერს. წიგნის კომპლექტი $ 8.3 ათასი ღირს.
მეორე, ყველაზე ძვირადღირებულებული საჩუქარი National Geographic-ის ხის ძველი რუკების კომპლექტია, რომლის ღირებულება $ 7 ათასს შეადგენს. ობამამ საჩუქრის სახით მოკრივე მუჰამედ ალის ფოტოც მიიღო, რომელიც მას საჩუქრად მსახიობმა ვუპი გოლდბერგმა გადასცა.
სხვა საჩუქრებს შორისაა ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის სურათი, პირადი ხელმოწერა და სხვა სუვენირები. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამას წინა წლებში საჩუქრები არ მიუღია.