logo_geo
eng_logo
New York Post: ბარაქ ობამამ პრეზიდენტობის დროს 30 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო
- +

9 თებერვალი. 2017. 02:09


 

 

„აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ შარშან პრეზიდენტობის დროს $ 30 ათასი ღირებულების საჩუქარი მიიღო", - ამ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.


პოლიტიკოსმა სულ 11 საჩუქარი აიღო. ყველაზე ძვირადღირებული წიგნის ხუთტომეულია, რომელიც მისი ოჯახის გენეალოგიას აღწერს. წიგნის კომპლექტი $ 8.3 ათასი ღირს.


მეორე, ყველაზე ძვირადღირებულებული საჩუქარი National Geographic-ის ხის ძველი რუკების კომპლექტია, რომლის ღირებულება $ 7 ათასს შეადგენს.  ობამამ საჩუქრის სახით მოკრივე მუჰამედ ალის ფოტოც მიიღო, რომელიც მას საჩუქრად მსახიობმა ვუპი გოლდბერგმა გადასცა.


სხვა საჩუქრებს შორისაა ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის სურათი, პირადი ხელმოწერა და სხვა სუვენირები. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამას წინა წლებში საჩუქრები არ მიუღია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner