logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: უნდა მახსოვდეს, რომ ჩემს ზემოთ არის მხოლოდ სამშობლო და ღმერთი!
- +

9 თებერვალი. 2017. 02:25


 

 

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

 

„მადლობა, მეგობრებო თქვენ! ვინც გულწრფელად მომილოცეთ და წარმატება მისურვეთ, უკვე მერამდენედ! ნებისმიერი ადამიანის წინსვლას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ამით, თუნდაც, ერთი ადამიანის ცხოვრებაში შეგიძლია რაიმე უკეთესობისკენ შეცვალო! დღეს მე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ავიღე საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. დიდი პატივიცაა, ემსახურო კონსტიტუციის უზენაესობას! მე ვისურვებდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილებოდეს არა მხოლოდ ერთადერთ, საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ ქვეყანაში, არამედ ის გამოხატავდეს მთლიანად ქართველი ხალხის მისწრაფებებს და პასუხობდეს მათ მოლოდინებს! ამიტომაც, ყველანაირად შევეცდები ის მაღალი ნდობა, რაც ჩემს მიმართ გამოხატეთ, სწორედ, სამართლიანი, მიუკერძოებელი, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილებებით გაგიმართლოთ! ერთი ღირსეული ადამიანის, მეცნიერის სიტყვებსაც გავიმეორებ, რომელმაც თავად უკვე გამოცადა მოსამართლის მანტიის სიმძიმე: უნდა მახსოვდეს, რომ ჩემს ზემოთ არის მხოლოდ სამშობლო და ღმერთი!",- წერს კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner