logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: აი, ეს ნიჭიერი კაცი თეატრიდან გაუშვეს...
- +

9 თებერვალი. 2017. 02:43


 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან ზაზა პაპუაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„რა უნდა თქვა იმ ადამიანზე, ვისთანაც 30 წელზე მეტი გაკავშირებს და ამ ხნის განმალობაში ერთი ბზარი, ერთი პატარა ცდომილებაც კი არ ყოფილა ღირებულებებში, მოვლენებთან დამოკიდებულებაში... პირიქით, სამი ათეული წელია მტკიცდება და ძლიერდება ეს ურთიეერთობა. სამი ათეული წელია ვამაყობ და მხრებგაშლილი ვარ მისი ნიჭირებით, მისი საოცარი ტალანტით და კიდევ უფრო მეტად და განსაკუთრებით - მისი სამოქალაქო გამბედაობით.... ჰოოო.... აი, ეს ნიჭიერი კაცი და სამოქალაქო გაბედულობით კაცი თეატრიდან გაუშვეს.... ხელფასი ვეღარ მისცეს... ზაზა პაპუაშვილს ამ წერილს ვინც წაიკითხავს, მორიდებით ვთხოვ, რომ მიკერძოებაში ან გადაჭარბებაში არ ჩამითვალოს ერთი რაზაც კი და კარგად გადაავლოს თვალი „რუსთაველის თეატრის" თუნდაც ბოლო ათწლეულის რეპერტუარს. აი, „კარგად რომ გადაავლებთ" თვალს, მერე გააგრძელეთ ამ წერილის კითხვა.... ნახეთ? მოიძიეთ მონაწილე მსახიობები? იყო თუ არა რეპერტუარის ლამის 90 პროცენტი ზაზა პაპუაშვილზე აგებული?!  როგორ დავაკნინმებ სხვა მსახიობებს, მაგრამ ერთ სალხინო სუფრასთან ვიჯექი ზაზასთან ერთად. ზაზა თითქმის არ სვამდა და ჩემს გვერდით მჯდომმა მისმა კოლეგამ  და პარტიორმა „განმანათლა: „ამისთანა ნიჭიერი ვიყო და ერთ გრამსაც არ დავლევო"... საქმე ის გახლავთ, რომ მეორე დღეს ზაზას სპექტაკლი ჰქონდა, მესამე დღესაც, მეოთხე დღესაც.... მარტო სპექტაკლი?! ჩაწერა რადიოში, რეპეტიცია, მერე ისევ ჩაწერა, გახმოვანება და ისევ სპექტაკლი. ასე ,,დაუფასეს"! აბა, რა! ეს ხომ უკვე წესად იქცა!

 

დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით და ამით დავამთავრებ, მრავალი წლის წინ ცნობილი რუსი მსახიობი საშა აბდულოვის გაშვება გადაწყვიტს მხატიდან. მოულოდნელად კრებაზე დიდი რუსი მსახიობი ტატიანა პელტცერი გამოჩნდა. რაშიაო საქმე, რა ხდებაო, - იკითხა ქალბატონმა. აგერ, აბდულოვს უშვებენ თეატრიდანო. ფეხზე წამოდგა დიდი ქალბატონი. „აჰა, აბდულოვს უშვებთ... გაასაგებია... და ვისთვის მოვა მაყურებბელი თეატრში? შენთვის, შენთვის? იმისთვის?: აქ მარკ ზახაროვმა ხელები აწია და შესვენება გამოაცხადა. ამ საკითხს აღარ მიბრუნებიან.... ეს, ისე.... გააითვალისწინეთ მეგობრებო...", - წერს სიამაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner