logo_geo
eng_logo
როგორ ვაქციოთ ავტომობილი შემოსავლის წყაროდ, რეკლამის საშუალებით? – ქართული სტარტაპი Edvex
- +

9 თებერვალი. 2017. 03:37


 


Edvex  ქართული სტარტაპია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს, მანქანაზე რეკლამის განთავსების შემთხვევაში, გამომუშავების საშუალებას აძლევს, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს - სარეკლამო სივრცეს უქმნის.  კომპანია "სტარტაპ საქართველოს" ერთ-ერთი გამარჯვებულია. სტარტაპის შექმნის იდეასა და მომსახურებაზე მისი დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ნადარეიშვილი "მარკეტერს" ესაუბრა

 

Description: E:AdministratorDesktop16652474_1394357040605499_801753151_n.png

 

 

- რას საქმიანობს კომპანია Edvex და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?


- „Edvex"-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გარე რეკლამა, კერძოდ, რეკლამა მანქანებზე. ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მძღოლებსა და ბრენდებს. მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში, გარე რეკლამაზე მოთხოვნამ და ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამავდროულად, რეკლამა მანქანებზე სხვა გარე რეკლამის საშუალებებთან შედარებით, ყველაზე ეფექტური და თვალსაჩინოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ "Edvex"-ის დაფუძნება.

 

 

 

- ვინ არის თქვენი მომხმარებელი?


- ეს არის ორმხრივი შეთავაზება მძღოლებისთვის და ბრენდებისთვის. ჩვენი სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს გააკეთოს ეფექტური რეკლამა აბსოლუტურად ინოვაციური გზით. ასევე ნებისმიერ მძღოლს აქვს საშუალება გამოიმუშავოს დამატებითი შემოსავალი. ამისათვის საჭიროა ჩვენი მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. ამჟამად, აპლიკაცია ანდროიდისთვისაა დამზადებული, მაგრამ უახლოეს მომავალში iPhone-ის მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

 

-  როგორ შეიძლება თქვენთან თანამშრომლობა?


- ნემისმიერ მძღოლს საშუალება აქვს საკუთარ ავტომობილზე დროებითი რეკლამის განთავსებით გამოიმუშავოს დამატებითი შემოსავალი. „Edvex"-ის მობილური აპლიკაცია მონიტორინგს გაუწევს მძღოლის გადაადგილებას და თანხას გავლილი მანძილის პროპორციულად დაურიცხავს. რაც შეეხება ბრენდებს, მათ შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში, Live რუკაზე თვალი ადევნონ დარეკლამებული ავტომობილების გადაადგილებას, მიიღონ დეტალური ინფორმაცია გავლილ მანძილზე და გაიგონ რამდენი ე.წ. „ნახვა" (სავარაუდოდ რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა) დააგროვა თითოეულმა ავტომობილმა.

 

 

 

- რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა? ვის განიხილავთ კონკურენტად?


- პირველ რიგში, კომპანიებს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით. დამკვეთმა ყოველთვის იცის, სად დადის დაბრენდილი ავტომობილი და რამდენ "ნახვას" აგროვებს. რაც ყველაზე მთავარია, კომპანია  არ იხდის ზედმეტს - თანხა გავლილი კილომეტრების შესაბამისად ანგარიშდება. სამართავი პანელის მართვა ძალიან მარტივია. ჩვენი პლატფორმა აბსოლუტურად ინოვაციურია საქართველოსთვის. ეს არის ახალი სიტყვა გარე რეკლამის სფეროში და ამავდროულად ძალიან ეფექტური. ჩვენი კომპანიის საქმიანობის სფერო გარე რეკლამას მიეკუთვნება. შესაბამისად, კომპანიები, რომელბიც ახორციელებენ გარე რეკლამას ჩვენი კონკურენტები არიან.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner