logo_geo
eng_logo
„სკოლის საპირფარეშოთი არ ვსარგებლობდი უკიდურესი აუცილებლობის გარდა“
- +

9 თებერვალი. 2017. 03:41




განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში  სკოლებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ბავშვობაში მაგალითად, სკოლის საპირფარეშო, რომელშიც არ შეისვლებოდა, იყო სტანდარტი და ბევრი ჩემი კლასელი, მათ შორის მე, სკოლის საპირფარეშოთი არ ვსარგებლობდი უკიდურესი აუცილებლობის გარდა.

 

ეს არის ძალიან დიდი ხნის დამკვიდრებული, ძალიან მანკიერი პრაქტიკა. ხანდახან ძალიან ვწუხვარ ამასთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაცია მას ძალიან მსუბუქად უყურებს, რა მოხდა კაცო, ჩემს ბავშვობაშიც ეგეთი იყო.

 

გამორიცხულია, შეუძლებელია და მე შევუთვალე პირადად ვისაც ვხდები, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, ყველას ვეუბნები, ყველამ იცის უკვე, რომ ძალიან ლიბერალური მენეჯმენტის მომხრე ვარ და ურთიერთობა მაქვს არაჩვეულებრივი ამ ხალხთან, მაგრამ ყველა სკოლის დირექტორი, რომელსაც არ ექნება ისეთი სისუფთავე, როგორიც შესაძლებელია, თუ არ შეიხედა ვიღაცამ საპირფარეშოში და ამის გამო ის არ არის მოწესრიგებული, ეს ყველა დირექტორი დატოვებს სამსახურს, პირობას გაძლევთ. კანონის ფარგლებში მოხდება ეს, შევამოწმებთ, დავწერთ, გამოვავლენთ, საყვედურს გამოვუცხადებთ და ასე შემდეგ. სკოლები არის რომელსაც ანგარიშზე 5 ათასი ლარი აქვთ და საპირფარეშოს კარი არ აქვს", - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯლავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner