კახა კალაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან შეძლებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც იყო გაცხადებული, ზაფხულში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სახალხო პარტიის სხვა წევრები ისე არ ფიქრობენ, როგორც ეს არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა," - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დაულის განცხადებას, მისი თქმით, „ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".