logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი თავისი თავის პირველი მტერია!
- +

9 თებერვალი. 2017. 11:21



პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„გუშინ პარლამენტის სხდომაზე ხმა მივეცი ვეტოს დაძლევას, ხოლო პრეზიდენტის წარდგენილ შენიშვნებს დავუჭირე მხარი, ასევე მხარი დავუჭირე წარდგენილ მოსამართლეთა კანონის უცვლელ ვერსიას...

 

ამას განმარტება სჭირდება:

 

მიმაჩნია, რომ წარდგენილი მესამე ტალღის კანონპროექტი წარმოადგენს დიდ პროგრესს ჩვენს სასამართლო სისტემაში და ამის ხელოვნურად შეფერხება ქვეყნისთვის დანაშაულია.

 

ამავდროულად პრეზიდენტის შენიშვნები (გარდა რეფორმის 15 მარტს ამოქმედებისა, რამეთუ მზადყოფნა აუცილებელია სწორი და ეფექტური ამოქმედებისთვის) გასათვალიწინებელი მიმაჩნია: მათ შორის უვადო დაწესება მოსამართლეების საცდელი 3-წლიან ვადის გარეშე, მოსამართლეების მათივე კოლეგებისგან არჩევა და არა იუსტიციის საბჭოს მიერ, იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის სხვა ფუნქციების შეთავსების აკრძალვა... ეს არავის მოგონილია და წარმოადგენს სწორედ იმ სტანდარტებს, რომლებიც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სასამართლოს ამკვიდრებს... საითკენაც სწორედ მიდის არსებული კომპლექსური რეფორმა და გუშინ მიღებული კანონიც ...ამიტომ არ მიმაჩნდა, სწორი ყოფილიყო ამ შენიშვნების ვეტოს სახით წარდგენა - ვითომცდა კანონი არ ყოფილიყოს დემოკრატიული სტანდარტების სათანადო, ვითომცდა ამ შენიშვნების ბევრად ადრე წარდგენა შეუძლებელი ყოფილიყო, ვითომცდა ამ ეტაპების გავლის შემდგომ კანონში შეტანის საშუალებაც არ იყოს (რეფორმა ჯერ დასრულებული არაა)...

სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვეტო - ვითომც რამე საგანგაშო ხდებოდეს და არა ჩვეულებრივი პროცესი - ატარებს პოლიტიკურ ელფერს... პრეზიდენტი აქაც ცდილობს, თავი აჩვენოს საზოგადოებას, როგორც დემოკრატიის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დამცველმა - რაც უთუოდ უნდა იყოს - ოღონდ აქ არც დემოკრატია, არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ჩარეულიყო... მისი ჩარევა პირიქით ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა მის შემდგომ განვითარებას.

 

მოკლედ, ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ნაციონალები ( კრებითი სიტყვა უფრო მოსახერხებელია) მხარს უჭერენ გასაგები მიზეზების გამო.

 

რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკოსობა, სახელმწიფო მიდგომის ნაცვლად, რომელიც თავად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს! მარტში კი წარდგება პრეზიდენტი პარლამენტის წინ და განგაშის ზარს შეჰკრავს ამ ინსტიტუტის გადასარჩენად, იგივე ითქმის მის ჩარევაზე საზმაუს საქმეებში, როცა ჯერ არაფერი ამას მოითხოვს და ტყუილად აქაც ნაცების აჟიოტაჟს უბამს მხარს...

 

როგორც მომხრე პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნების, ვფიქრობ, ამ გაპოლიტიზირებულ ქმედებებით პრეზიდენტი თავისი თავის პირველი მტერია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner