logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არჩევნების გაყალბება 2012 წლის ოქტომბერში დარჩა!
- +

27 მარტი. 2016. 15:20


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დაულის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „ევროპარლამენტში  ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".



არჩევნების გაყალბება 2012 წლის ოქტომბერში დარჩა და იმის შემდეგ ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენთვის, რომ ხალხს შეეძლოს თავისუფლად, ძალადობისდა გაყალბების გარეშე თავისუფალი ნების გამოხატვა. ასე ჩატარდა ყველა არჩევნები ამის შემდეგ და ეს იქნა აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ასევე იქნება წლევანდელი ოქტომბრის არჩევნებიც," - განაცხადა   სუბარმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner