logo_geo
eng_logo
რიკარდ იოზვიაკი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში, სავარაუდოდ, 29 მარტიდან შევა
- +

9 თებერვალი. 2017. 14:01



„რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის" პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში, სავარაუდოდ, 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან.


იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დამტკიცებენ.


შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner