„ქართული საზოგადოებისთვის მტკივნეული", - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაული განცხადებას, რომლის თანახმადაც „ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".
„საქართველომ წარმატებით გაართვა თავი საკუთარ ვალდებულებას და ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო ის განცხადებები, რომელიც ჩვენ გუშინ EPP-ის ხელმძღვანელისგან მოვისმინეთ. ცოტა უცნაური ფორმა იყო დაწერილ ტექსტს კითხულობდა. ზოგადად ის, რომ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს ეს არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და პირველ რიგში ქართველი ხალხის მოთხოვნა," - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.