„სამხედრო სამსახური ქალებისთვის სავალდებულო არ უნდა იყოს, ნებაყოფლობით კი ახლაც აქვთ ამის უფლება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბარში განაცხადა.
„საბოლოოდ, მაინც პროფესიულ არმიაზე უნდა გადავიდეთ, თუმცა, ამის რესურსი ჯერჯერობით არ არის და საყოველთაო გაწვევა ძალაში რჩება. მომავალში უნდა გვყავდეს მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად გაწვრთნილი ჯარი, სადაც ქალებიცა და კაცებიც სურვილის მიხედვით იმსახურებენ", - განაცხადა მაღრაძემ.