უნდა გახდეს თუ არა ქალების ჯარში გაწვევა სავალდებულო, აღნიშნულ საკითხზე „ვერსიას" საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ესაუბრა:
„ვინც დემოგრაფიის განვითარებაში არ იღებს მონაწილეობას და 5 ბიჭზე ნაკლები ჰყავს, ყველა ჯარში უნდა წავიყვანოთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა...
ხან აუქმებენ სავალდებულო ჯარს, ხან აბრუნებენ და ქალებიც მიჰყავთ. ვერ გაიგებ, ამ ქვეყანაში ვისი პიანინო ვის როიალშია, იმიტომ რომ თავისუფალი არ ვართ, ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდვნის.
ერთი ქალიშვილი მყავს, თუ მოინდომებს ჯარში მსახურებას, მივესალმები მის გადაწყვეტილებას.
სავალდებულო კი არა, სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს ჯარში ქალების წასვლა და ამის პიარი ისე უნდა კეთდებოდეს, რომ 10-დან 9 ქალს ეს მოუნდეს.
ვემხრობი, რომ მამაკაცისთვის სავალდებულო იყოს სამხედრო სამსახური. კაცი კაცად ჯარში ყალიბდება და მარტო ცხოვრებას სწავლობს. ჯარიდან რომ ჩამოვედი, სრულყოფილი მამაკაცი ვიყავი, რომელსაც ოჯახის რჩენა შეეძლო. შეადარეთ ჯარში ნამყოფი და არნამყოფი კაცი ერთმანეთს. რომელი უფრო გაიტანს თავს? მეტიც, პატიმრებსაც კი წავიყვანდი მთებში, გავუშვებდი დაცლილ სოფლებში და მივეხმარებოდი, რომ ოჯახი შეექმნათ. ახალგაზრდას შანსი უნდა მისცე, ერი ამრავლოს", - განაცხადა კვიციანმა.