logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა - რას წერს ფრანგული მედია
- +

9 თებერვალი. 2017. 16:02



საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში „ფლამანვილის" ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სამანქანო განყოფილებაში მოხდა. რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. პრეფექტურაში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად მოიწამლა.


შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.


როგორც ფრანგული მედია იუწყება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძარი ატომური რეაქტორების ზონებზე არ გავრცელდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner