logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: მაინტერესებს, რა ევალებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და რა გააკეთა მან!
- +

18 თებერვალი. 2016. 16:20


 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინიციატივას სამინისტროების შემცირების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს სადისკუსიო თემაა და ყველაფერი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.


„ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი წევრი, მეც გავდივარ ცხოვრების რთულ პერიოდს. ვერ გავიგე, რა არის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დანიშნულება და თავის დროზე რატომ არ გაითვალისწინეს ის რისკები, რაც შეიძლება მომხდარიყო. ვერ გავიგე ვინ არის ადამიანი, რომელიც სამინისტროების შეკვეცით არის დაინტერესებული. ყველაფერში მთავრობა, პარლამენტი და ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამნაშავე.

 

რაც შეეხება სამინისტროების შეკვეცას, ეს სადისკუსიო და გასააზრებელია, ყველაფერი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ეს სამინისტროები აღარ არის საჭირო და მათში ფული უსაფუძვლოდ იხარჯება მაშინ ამაზე საუბარი შეიძლება. მაინტერესებს, რა ევალებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და რა გააკეთა მან, ხოლო ყურადღების გადატანა მთავრობაზე, სადაც ის ამბობს, რომ სამინისტროების შეკვეცით ლარის მდგომარეობა გაუმჯობესდებაო, მიუღებელია.

 

მესმის, საგარეო პოლიტიკა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესებულიყო და რისკები შემცირებულიყო. ჩვენ კი არა, ფინანსურად ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში მათ ეროვნეულ ვალუტას დაემუქრა საფრთხე, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს.

 

ერთმანეთის ლანძღვა კი არა, პრობლემის გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ, რისი აცილება შეგვეძლო და რა გავაკეთეთ. ყველაფერი ანალიზის გაკეთების შედეგად უნდა გადავწყვიტოთ და არა ემოციურ ფონზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner