logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ერთად გვეპოვოს გამოსავალი იმ მძიმე მსოფლიოში, რომელშიც რამდენიმე დღის წინ აღმოვჩნდით
- +

27 მარტი. 2016. 15:30


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის მინისტრი თბილისში, მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მესას დაესწრო.



მინდა მივულოცო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ვისთვისაც დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თენდება. მინდა ვუსურვო მათ დღეგრძელობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. მშვიდობიანი და წარმატებული ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ყოფილიყვნენ მუდამ. ყველას, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას - სომეხ მრევლს, კათოლიკეებს ვუსურვებ, რომ ერთად გვეპოვოს გამოსავალი იმ მძიმე მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით სულ რამდენიმე დღის წინ. გვეპოვოს მშვიდობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დღესასწაული ერთმანეთისთვის მიგველოცოს მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნებში." - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.



საღვთო ლიტურგია კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ეპისკოპოსმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner