logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პარტიაში ახალი სახეები იქნებიან
- +

27 მარტი. 2016. 16:11


რუსთავში დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო კონფერენცია ჩატარდა. ვიცე-პრემიერმა და „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას პარტიის მუშაობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა.



კახა კალაძის განცხადებით, საოლქო კონფერენციებს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს ასრულებს. მისივე თქმით, პარტია „ქართულ ოცნებაში ახალი სახეები იქნებიან.


პარტიაში რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნება, ახალი სისხლი იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ვინ გაწევრიანდება პარტიაში, რამდენიმე დღეში ჩვენ ამაზეც გავაკეთებთ განცხადებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.



ამასთან, საოლქო კონფერენცია ცნობილი გახდა, რომ აპრილში, "ქართული ოცნების" ყრილობის ჩატარების შემდეგ, პარტია საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner