logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე „რუსთავი 2“-ს: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
- +

9 თებერვალი. 2017. 21:39



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადახდას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„რა უნდა თქვა...  საშინელებაა, როდესაც მზგავს ცილისწამებას იყენებ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. მარაზმია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია ესეთ ტყუილს იყენებს საკუთარი პოლიტიკური გუნდის ქულების დასაწერად. ამორალურია, როდესაც ტელევიზია საკუთარი რეიტინგისთვის და პოლიტიკური დღის წესრიგისათვის იყენებს ესეთ სიბინძურეს.Rustavi 2", მეგობრებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

 

P.S. ავთანდილ (ვახო) კვარაცხელიას სამკერვალო ფაბრიკის არ იყოს ჩემი კარის მეზობელი იყო 17 წელი და ზედმიწევნით ვიცი მისი ბიოგრაფია, მაგ კომპანიის ქეისი" სადაც ჩემი ოჯახის წევრი მუშაობდა და ..", - წერს აბესაძე.


ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი" ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.


 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner