საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა ხდება? „საზმაუთი" აღფრთოვანებულები არიან? რას იცავენ, მაინტერესებს, რომელ გადაცემას?!
შიში...შიში...შიში... გაფლანგული ფულების, მოპარული „საზმაუს" ქონების, წლების მანძილზე სოლიტერებად ქცეულების შიში... მაინც მაინტერესებს რა არ მოწონთ?!
კონკრეტულად თქვან... იქნებ, მხარი დავუჭიროთ!!!!",- წერს ხოფერია.