logo_geo
eng_logo
ნატა ნაზღაიძე: აღნიშნული განცხადება მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას!
- +

9 თებერვალი. 2017. 23:08



მოსამართლე ნატა ნაზღაიძე მისი და მისი ოჯახის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს „ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირველად პასუხობს. ნაზღაიძე „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ცრუ ბრალდებად აფასებს.


„მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადება არის ცრუ ბრალდება, რომელიც მიზნად ისახავს, არამხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არამედ ჩემი, როგორც მოსამრთლის და „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის დისკრედიტაციას.

 

საქმის რეალური ვითარება მდგომარეობს შემდეგში: სტუმრად იმყოფებოდნენ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ჩემმა ძმამ მათ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია და განუმარტა, რომ შესატყვისი მტკიცებულებები მას ხელთ ექნებოდა 2 დღის განმავლობაში", - აღნიშნა ნატა ნაზღაიძემ.


ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი" ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.


საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა.


მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner