ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჯერ შვილის საფლავზე ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი და ახლა საფლავიდან ამოთხრით ემუქრებიან. რამდენიმე წუთის წინ მუქარა თავად მოვისმინე, სააპელაციო სასამართლოში. მზად ვარ ჩვენება მივცე სათანადო უწყებას. კიდევ ერთი ამბავი - კორტების საქმეზე მსჯავრდებული ლევან ბეროძე გაუთავისუფლებიათ, ახლა დარბაზში ზის, ადვოკატების გვერდით. დარბაზში "ნაცზონდერები" მრავლად არიან. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე ისევ ეფერება მსჯავრდებულებს, როგორც ამას წინა სხდომებზე აკეთებდა", - წერს მიქიაშვილი.