logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: უამრავი კრიტიკოსი ეყოლება ჩემს ნათქვამს და გალანძღვასაც ვერ ავცდები...
- +

10 თებერვალი. 2017. 01:31



ექსპერტი მამუკა არეშიძე „ახალ თაობასთან" „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით საუბრობს:


„რასაც ახლა მე ვიტყვი, უამრავი კრიტიკოსი ეყოლება ჩემს ნათქვამს და გალანძღვასაც ვერ ავცდები. შემიძლია ვთქვა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ნაბიჯზე მეც მეფიქრა. დიახ, ერთი სეზონის განმავლობაში ტელევიზიაში რეფორმები ჩამეტარებინა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უამრავი დამსახურებული ადამიანი, რომლებმაც ავად თუ კარგად დღემდე მოიტანეს ეს ტელევიზია, დარჩეს მუდმივი ეჭვის ქვეშ და უსაქმოდ.

 

მე ძალიან კარგად მახსოვს გაზეთი „კავკასიონი", რომლის მთავარი რედაქტორიც იყო ვასილ მაღლაფერიძე და ის ძალიან კარგი გაზეთი იყო. შემდეგ ტელევიზიებში - „მე-9 არხზე" და „GDS"-ში მუშაობითაც აიმაღლა კვალიფიკაცია. ასე რომ, მე მის ჟურნალისტურ კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება. ადმინისტრაციულ მონაცემებთან დაკავშირებით კი არაფრის თქმა არ შემიძლია", - აცხადებს არეშიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner