logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო-სომხეთის მეგობრობა გასაფრთხილებელია
- +

27 მარტი. 2016. 16:34


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს სომხურ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.



პრემიერმა აღნიშნა, რომ აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სინათლის წყვდიადზე გამარჯვების დღესასწაულია და ორი ერის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით და ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმით, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების ძალიან დადებით მაგალით მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოძმეებს, ვუსურვებ დღეგრძელობას და საქართველოს ბედნიერებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner