logo_geo
eng_logo
მარინა მოლოდინი: ზურაბ ჟვანიას საქმე ისე გაიხსნება გამოძიებაც აღარ დასჭირდება
- +

10 თებერვალი. 2017. 02:29



ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მეგობრები 12 წლის შემდეგაც თვლიან რომ ის მოკლულია და საქმის გახსნას ელოდებიან.


როგორ ჟვანიას ერთ-ერთი მეგობარი, მარინა მოლოდინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში აცხადებს, ის ესაუბრა გოგლა ჟვანიას და აქვს ინფორმაცია რომ გამოძიება კვლავ გრძელდება.


იმის გამო რომ ამ 12 წლის განმავლობაში ბევრი მასალაა გაყალბებული დრო იწელება. ყველა გამოძიების შედეგებს ველოდებით. გვჯერა რომ დღევანდელი ხელისუფლებაც დაინტერესებულია ამ საქმის გახსნით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც იმედს მაძლევს. გახლეჩის შემდეგ ნაციონალები ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატებს დადებენ , პოლიტიკური ძალების დაპირისპირებისას ამ თემას აუცილებლად წინა პლანზე  წამოსწევენ, თავს ვეღარ შეიკავებენ. მათგან კიდევ ბევრ საინტერესო ამბებს მოვისმენთ. მეტიც, მგონია ეს საქმე ისე გაიხსნება, გამოძიებაც აღარ დასჭირდება, ერთმანეთს საიდუმლოს არ შეუნახავენ.

 

ეს გახლდათ სააკაშვილის მისამართით გაგზავნილი სიგნალი, რის შემდეგაც მოხდა ნაციონალების გახლეჩა. დარწმუნებული ვარ მათ იმხელა დამსახურება აქვთ ზურას უეცარი გარდაცვალების ამბის მიჩქმალვაში , რომ ახლა "ევროპულ საქართველოში" ლიდერებადაც მოგვევლინებიან. ნახავთ სულ მალე ისინი პოლიტიკაში გამოჩნდებიან. ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა სხვადასხვა ადამიანების დავალებით იტივტივებენ", - აცხადებს მოლოდინი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner