logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „რუსთავი 2“-ის დასაცავი, რომ გახდებით მართლა დასაშლელები ხართ!
- +

10 თებერვალი. 2017. 02:51


 

„არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ „შევარდნების" და „საყოველთაო პროტესტის" ფონზე უბრალოდ ვიკითხავ: „საზმაუს" რეფორმების მეპროტესტოებო, ძალიან გთხოვთ დამისახელოთ იმ 102 გადაცემის თქვენეული ტოპ-ათეული. ნეტა რომელიმე თუ გაქვთ ნანახი? კარგით რა, საზოგადოება კი არა, ოპერატორებიც აღარ გიყურებდნენ. ავტომატურ ჩაწერაზე დააყენებდნენ კამერებს და ეგ იყო",- ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელშ წერს.


„კარგით რა, მართლა და მართლა ნუ იბანძებთ თავს. ბრენდს ეცით პატივი, მაგრამ ეს რომ გქონოდათ, სხვას რომ თავი დავანებოთ, აქამდე ერთ სტატუსს მაინც დაწერდით. ერთხელ მაინც იტყოდით, რომ ტუალეტი არ გაქვთ!

 

„რუსთავი 2"-ის დასაცავი, იმ „რუსთავი 2"-ის, რომელიც ე.წ. ვანოს შოუში არა იუმორით, არამედ ღადაობით მიწასთან გასწორებდათ, დასაცავი რომ გახდებით, მართლა დასაშლელები ხართ!!!

 

რა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ პროტესტებს იხსენებთ, რა შევარდნაძის ხელისუფლების დამხობას? ის „საზმაუ" ხართ დღეს? 102 გადაცემა? ერთად ჩავატაროთ გამოკითხვა. გავაჩეროთ 10000 ადამიანი და რამდენს აქვს ნანახი თქვენი გადაცემები ვკითხოთ.

კარგით რა, ბოლო-ბოლო გეყოფათ!!!!",- აღნიშნავს გაბრიჭძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner