logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მეჭიაურისა და ლორთქიფანიძის მეტყველების სტილი და გამონათქვამები საზოგადოებამ უკვე შეაფასა
- +

27 მარტი. 2016. 17:30


„ვფიქრობ, არასწორია მე ვაფასო მეჭიაურის და ლორთქიფანიძის განცხადებები", - ამის შესახებ კახა კალაძემ დეპუტატებზე - თამაზ მეჭიაურსა და დავით ლორთქიფანიძეზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და ამასთან, მათი მეტყველების სტილი და გამონათქვამები საზოგადოებამ უკვე შეაფასა.



რაც შეეხება  პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს, კალაძის თქმით,ეს არის მორალურად ადამიანების განადგურების მცდელობა".



მე, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ მოხდეს დადგენა თუ ვის მიერ იქნა გავრცელებული ეს ვიდეობი, თუ სად იწერებოდა, როგორ იწერებოდა და ვინ იწერდა. ყველაფერი ნათელია და საზოგადოებამ ყველაფერი იცის, რომ ეს იყო იმ მძიმე 9 წლიანი რეჟიმის მმართველობის ერთ-ერთი მანერა, ეს იყო მიყურადება, ჩაწერა, დაშანტაჟება მათი ოჯახების. ვფიქრობ გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner