logo_geo
eng_logo
რუსმა ოკუპანტებმა სამი ქართველი გაიტაცეს
- +

10 თებერვალი. 2017. 13:33




ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, გორის რაიონის სოფელი კირბალის 3 მკვიდრი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.


ოსური მედიის ინფორმაციით, ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი სოფელ გრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, სადაც „პირველს" განუცხადეს, რომ ფაქტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ინფორმირებულია.


უწყების ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად.


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ, ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას ახდევინებენ და შემდეგ ათავისუფლებენ.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მოახდინა მათი ოკუპიაცია და დღემდე ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიების კონტროლს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner