logo_geo
eng_logo
მერაბ კოკოჩაშვილი: საზოგადოებას ეს აუცილებლად ესაჭიროება
- +

10 თებერვალი. 2017. 14:45


 

„უნდა დაამტკიცოს თუ არა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა ახალი მენეჯმენტის გეგმა?" - ამ კითხვით „რეზონანსმა" რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს მიმართა.


„ვერ გეტყვით. ეს საკითხი ალბათ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არის შესაფასებელი. ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, შესაძლებელია, არასწორი იყოს, ამიტომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ისეთი გზა უნდა გამოიძებნოს, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გააგრძელოს ფუნქციონირება, საზოგადოებას ეს აუცილებლად ესაჭიროება. პარალელურად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც დაეხმარება ახალი პრონციპების შემუშავებაში, რაც მაყურებელს მიიზიდავს. დაუშვებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამოიწვევს ყველაფრის შეჩერებას", - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner